სამართალი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ. ბ. 2014 წელს აღიარებული იქნა ე.წ. კანონიერ ქურდად. დაკავებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა.