საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას
თქვენო აღმატებულებავ,
გწერთ ევროპის ადვოკატთა და სამართლებრივი საზოგადოების საბჭოს (CCBE) სახელით, რომელიც ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური არეალის წვერი ქვეყნების სამართლებრივი საზოგადოებების და ადვოკატების ეროვნულ გაერთიანებებთან ერთად წარმოადგენს ევროპის ერთ მილონზე მეტ ადვოკატს. გარდა იმისა, რომ იგი ევროკავშირის ადვოკატთა ასოციაციის წევრია, მას აგრეთვე გააჩნია დამკვირვებლის წარმომადგენლობა დანარჩენი თერთმეტი ევროპის ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციისგან.CCBE, ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებებს და სამართლის ნორმებს.
ამ წერილით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება საქართველოში ადვოკატთა წინაშე შექმნილ სიტუააციაასთან დაკავშირებით. CCBE-მ მიიღო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგნელებისაგან, განსაკუთრებით ციხის თანამშრომლებისა და პოლიციის წევრებისგან ადვოკატების დაშინების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, კერძოდ ის, რომ მათ უკრძალავენ ციხეში მყოფი კლიენტების მონახულებას.
ჩვენ შეგვატყობინეს ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძისა და კობა სოხაძის საქმეების შესახებ, რომლებსაც პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს შეურაცხყოფა და რამდენჯერმე სცემეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არც ერთ ამ შემთხვევას შედეგად არ მოჰყოლია სისხლის სამართლებრივი ძიება ან დანაშაულის ჩამდენი პოლიციელების გასამართლება. ნათელია, რომ ადვოკატებზე განხორციელებული აღნიშნული თავდასხმები და შევიწროება მიზნად ისხავს მხოლოდ მათი კანონიერი ქმედებებისათვის ხელის შეშლას.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ადვოკატ ვალერი ტაბაღუას რუსთავის № 2 საპყრობილეში არ მისცეს თავის კლიენტთან კონფიდენციალური შეხვედრის ნება და როდესაც იგი ციხიდან კლიენტის მიერ წამების შესახებ მიცემული ჩვენების გამოტანას ცდილობდა, ულმობელი და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ჩვენ აგრეთვე გვესმის, რომ ადვოკატები ციხეში მყოფი კლიენტების მონახულებისას ხშირად ხდებიან შეურაცხყოფისა და დამამცირებელი ფიზიკური მოპყრობის მსხვერპლნი. ქალი ადვოკატები უსაფრთხოების შემოწმების გავლისას ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების სამიზნეები ხდებიან.
უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ციხის თანამშრომლები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა ადვოკატებს ციხეში მყოფი კლიენტების მონახულება აუკრძალონ. ადვოკატებს საათობით უწევთ რიგში დგომა, ან იძულებულნი არიან, რამდენიმე დღე ელოდონ თავიანთი დაკავებული თუ დაპატიმრებული კლიენტების მონახულების ნებართვას. ჩვენ აგრეთვე შეგვატყობინეს, რომ ადვოკატებს არ აქვთ უფლება, დაეხმარონ კლიენტებს და კონფიდენციალურად გაუწიონ მათ კონსულტაცია.
CCBE აგრეთვე შეატყობინეს, რომ მრავალი ადვოკატი ამჟამად ციხეში იმყოფება. CCBE შეშფოთებულია ამ ფაქტით. ჩვენთვის არ არის ცნობილი ამ ადვოკატებისადმი წაყენებული სრული ბრალის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ბრალდებები მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა თაღლითობა, მოწმეებზე ზეგავლენა, იურიდიული მომსახურების ცუდი ხარისხი და სასამართლო მოსმენების გაცდენა. გარდა ამისა, ჩვენ გაოცებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციცაციისათვის არ არის ცნობილი მისი წევრი ადვოკატების დაპატიმრების შესახებ და აგრეთვე მათ არ იციან იმ ადვოკატების ზუსტი რიცხვი, ვის წინააღმდეგაც ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა.
ეს სიტუაცია წარმოშობს სერიოზულ საკითხს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, თვით-მამრთველი ორგანოს დამოუკიდებლობასთან, რომელიც ახორციელებს იურიდიული პროფესიის მართვასა და რეგულირებას. ეს წარმოშობს შეშფოთებას საქართველოს სამართლებრივ სისტემაში მომუშავე ადვოკატებთან დაკავშირებით და მიგვითითებს ხელისუფლების უუნარობაზე, დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენ ვწუხვართ, რომ ადვოკატების დაპატიმრებამ აგრეთვე
შესაძლოა სერიოზული შედეგები მოიტანოს სამართლის ადმინისტრირების სფეროში, რადგან კლიენტები სათანადო წარმომადგენლობის გარეშე რჩებიან.
ამ კონტექსტში, CCBE სურს, მიაქციოს თქვენი ყურადღება გაერთიანებული ერების ძირითად პრინციპებს ადვოკატთა როლთან დაკავშირებით (1990):
მუხლი 7 მიუთითებს, რომ
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, ბრალის წაყენებით ან მის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ადვოკატზე, ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს ოცდაოთხი საათისა დაკავებიდან ან დაპატიმრებიდან.
მუხლი 8 მიუთითებს, რომ
“ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ პირს უნდა ჰქონდეს ადეკვატური შესაძლებლობა, დრო და პირობები, რათა ისინი მოინახულონ, დაუკავშირდნენ და კონსულტაცია გაუწიონ ადვოკატებმა, დაყოვნების, დაბრკოლების ან ცენზურის გარეშე, სრული კონფიდენციალურობის დაცვით. ამგვარი კონსულტაციები უნდა მოხდეს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების თვალთახედვის, მაგრამ არა მოსმენის ქვეშ”.
მუხლი 16 მიუთითებს, რომ:
“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადვოკატებს (ა) შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან უადგილო ჩარევის გარეშე; (ბ) აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ და გაუწიონ კონსულტაცია თავიანთ კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც; (გ) არ განიცდიან და არ ემუქრებათ სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული, ეკონომიკური ან სხვა სანქციები აღიარებული პროფესიული მოვალეობების, სტანდარტების და ეთიკის შესაბამისად მოქმედებისას”.
მუხლი 22 მიუთითებს, რომ:
“ხელისუფლებამ უნდა აღიაროს და პატივი სცეს იმ ფაქტს, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის პროფესიული ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაციები და კონსულტაციები კონფიდენციალურია“.
მსგვასი დებულებები არის ჩადებული ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციაში ადვოკატის პროფესიული მოვალეობების თავისუფალი განხორციელების შესახებ (Rec 2000)21, (ოქტომბერი 2000).
ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, CCBE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს დაუყოვნებელი და ქმედითი ზომები ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამოსაძიებლად და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები, თუ მათ არ წაუყენებენ დასაბუთებულ სისხლის სამართლებრივ ბრალს. CCBE აგრეთვე მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას აღკვეთილი ადვოკატთა წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი ქმედება და მუქარა, რაც მათ ხელს უშლის პროფეიული მოვალეობების კანონიერ განხორციელებაში.
პატივისცემით
პრეზიდენტი
ხოსე-მარია დავო-ფერნანდესი
ხელმოწერილია
ასლები ეგზავნება:
ქ-ნი ჰეიდი ჰაუტალა
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
ბ-ნი მილან კაბრნოჩი
ევროპარლამენტის ეკ-სომხეთის, ეკ-აზერბაიჯანის და ეკ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის დელეგაციის თავმჯდომარე,
ბ-ნ კრისტიან ვიგენინი
ევროპარლამეტის ევრონესტ საპარალამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
ბ-ნი ჯიკკა ლესკელა
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების თავმჯდომარე
ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო
ბ-ნი ბერნარდ ფილიპი
წარმომადგენელი საქართველოში
ევროპის კომისია, საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატი
მთარგმნელი:
21/12/2010
www.gba.ge