უცხოეთი
მედია: რუსეთმა შეწყვიტა ირანის ჰამადანის ბაზის გამოყენება

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, რუსული ავიაცია ირანში მდებარე ავიაბაზა „ჰამადანს“ აღარ იყენებს.

 „მათ ჰქონდათ კონკრეტული, სანქცირებული მისია და ის ახლა დასრულდა. მათ მისია შეასრულეს და ბაზა უკვე დატოვეს“, - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 მანამდე ირანის თავდაცვის მინისტრმა, ჰოსეინ დეჰგანმა რუსული მხარე იმისთვის გააკრიტიკა, რომ „ჰამადანის“ გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროა.

 შეგახსენებთ, 16 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში მდებარე „ჰამადანის“ ბაზაზე რუსული თვითმფრინავები განალაგა.