საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. კომპანია GFK-მ სააკაშვილის პარტიული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
შეკითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - პასუხები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” - 25.8%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 25.5%
“სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე” - 6.9%
ლეიბორისტული პარტია - 3.7%
“თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია” - 2.9%
“პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი” - 1.6%
“ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 1.4%
რესპუბლიკური პარტია 0.5%
“პოლიტიკური ცენტრი გირჩი” - 0.4%
“ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე” - 0.4%
არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%.
ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი 7.7%-მა განაცხადა.
მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია - 19.0%.