საზოგადოება
მიშას კვლევა: "ქართული ოცნება" - 35.9, "ნაციონალური მოძრაობა" - 34.2

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. გერმანულმა კომპანია GFK-მ სააკაშილის პარტიული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

 პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება:

 “ქართული ოცნება” - 35.9

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 34.2

 “სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე” - 9.8

 ლეიბორისტული პარტია - 5.4

 “თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია” - 4.5

 “პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი” - 2.4

 “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 2.2

 რესპუბლიკური პარტია - 0.7

 “პოლიტიკური ცენტრი გირჩი” - 0.5

 “ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე” - 0.5

 “გირჩი”, ვაშაძე და ბურჭულაძე საველე სამუშაოების დაწყებისას ცალ-ცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მთავრობაში შედიოდნენ.