საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო კამპანია პრობლემური უბნების მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. იგი  აჭარის 10 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 195 ოჯახი ცხოვრობს.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017 წლის ბიუჯეტში დევნილთა დახმარების გათვალისწინების შესახებ.

 „თქვენ, ჩუღურეთელებს, ჩემი და ქალბატონი რიმა ბერაძის სახით, გეყოლებათ ორი ერთგული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოში. ჩვენ არ გავცემთ უსაფუძვლო დაპირებებს. დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოჰყვება რეალური შედეგი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.