სამართალი
"სირცხვილ!" - ურცხვი თინა სუს-ს აკრიტიკებს...

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. თინა ხიდაშელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

 „ის რაც აქ წერია, ნიშნავს რომ ეჭვი აქვს სუს-საქართველოში ტერაქტს უკრაინიდან გვიწყობდნენო :( და იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე სანამ განცხადებას გააკეთებთ. ნაცმოძრაობაზე და მიშაზე თუ გაქვთ ეჭვი, მიშა აწყობდა თუ არა, ამას ვარკვევთ თქვა და არა უკრაინა :( სირცხვილ! „გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, - აღნიშნეს სუს-ში", - წერს თინა ხიდაშელი.

 როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთი პატრულის მოქმედი თანამშრომელია.