საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.
„ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე და მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წარუდგინა.
„ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ასპინძელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.