საზოგადოება
"მაესტრო" 10 იანვარს აღდგება

maestrooტელეკომპანია "მაესტრო" ეთერში 10 იანვარს გავა და საწყის ეტაპზე თანამშრომლებს ენთუზიაზმზე მუშაობა მოუწევთ. ამის შესახებ "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა.

ღლონტი ამბობს, რომ თანხები მაუწყებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოძიებული არ არის და ელემენტარული გდასახადების ფულსაც კი ,,მაესტროს’’ გუნდი საკუთარი ჯიბიდან აგროვებს.

ჩვენ ხლა დავდივართ ახლობლებში, მეგობრებში, ყველა, ვისაც შეგვიძლია, ვსესხულობთ ფულს და ნელ-ნელა ვისტუმრებთ ვალებს, რასაც ქვია კომუნალური გადასახადები”.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს ამ ეტაპზე ”მაესტროს” დონორი, ღლონტი პასუხობს:

ყველა ის ადამიანი, ვინც არ არის დამნაშავე, არ ზის ციხეში, შეუძლია უანგაროდ ჩადფულმედიის განვითარებაში, გინდ პოლიტიკოსი იყოს, გინდ მომღერალი, გინდ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და გინდ მიხეილ სააკაშვილი. რატომ არ უნდა ავიღო ფული, როცა ფულის სანაცვლოდ, არ ვიძლევი არანაირ ვალდებულებას”.

ღლონტის განცხადებით, ის დღეს აპირებს შეხვდრას კოლექტივთან, რათა პირველ ეტაპზე უხელფასოდ მუშაობა შესთავაზოს.

როგორც "მაესტროს" დამფუძნებლისგან შევიტყვეთ, კახა ბექაური რჩება ტელევიზიის დირექტორად.

კითხვაზე, ხომ არ შეცდა, როცა მმართველ კომპანიად ეროსი კიწმარიშვილის კომპანია შეარჩია, ღლონტი პასუხობს,რომ ამ გადაწყვეტილებით თავის დროზე "მაესტროს" დახურვის პროცესი შეაჩერა.

ტელევიზიი ს მფლობელმა აღნიშნა, რომ კიწმარიშვილის პოლიტიკაში ჩართვა მისთვისაც მოულოდნელი იყო. ღლონტის განცხადებით, კონტრაქტი მმართველ კომპანიასთან ყველა შემთხვევაში გაწყდება.