სამართალი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა.