პოლიტიკა
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანება „ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტია.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ბერაია, რომელმაც ბანკ „ქართუში“ მუშაობა რიგით თანამშრომლად დაიწყო, დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორია. "დარწმუნებული ვარ, ის თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის პოზიციიდანაც, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, იგი არცერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კანდიდატს წარმატება უსურვა.