საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულებას უკვე დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
"2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება (N 19/08/01) ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების თანახმად არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამგებლებისა და მერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობამ განაპირობა.
ამასთან, საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება.