მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს.
"ყველას გასაგონად!!! მაშინ როდესაც რეფერენდუმის საინციატივო ჯგუფს ვერაფერი მოუხერხეს, ახალი ტაქტიკა გამოიყენეს და ჩვენი მარგინალურ ჯგუფებთან შეერთება მოინდომეს, რათა რეფერენდუმის იდეა მოეკლათ. რატომ??? ძალიანშეეშინდათ, გარედან ვერაფერი მოგვიხერხეს და შიგნიდან მოინდომეს ჩვენი განადგურება. რეფერენდუმმა შეაზანზარა ქართველთმოძულეთა ჩაბეტონებული ბატონობა.
მაშინ როდესაც თანამდებობიდან წამოვედი და სამმა აბსოლუტურად უსახსრო ქართველმა ზვიად ტომარაძემ, სოსო მანჯავიძემ და მე დავიწყეთ უთანასწორო ბრძოლა ერსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ არავის ჯეროდა, რომ უზარმაზარ მახინას შევაზანზარებდით. ყველა სტრუქტურა ჩვენს წინააღმდეგ იყო. ბევრი შინაურულად გვაფრთხილებდა, რომ ვერაფერს შევძლებდით, სამაგიეროდ დიდ მტრებს გავიჩენდით.
შემდეგ ორი ქართველი მერაბ შათირიშვილი და გიორგი გიგაური შემოგვიერთდა. ვერც კი წარმოიდგენთ რა სიძნელეები გადავლახეთ. თვით უკიდურესი სკეპტიკოსებიც დავარწმუნეთ, რომ უკომპრომისო ბრძოლას აზრი აქვს. ნახევარმა მილიონმა ქართველმა მხარი დაგვიჭირა. ასეთი ერსულევნობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ არავის ახსოვს. უცხოელებს რომ ვუთხარით 700 ლარი დაგვიჯდა ნახევარი მილიონი ხელმოწერის შეგრივება თქო არ დაგვიჯერეს. არ დამავიწყდება 80 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ 100 ხელმოწერა მოგვიტანეს და წასვლისას პენსიიდან დარჩენილ 50 ლარს გვიტოვებდნენ ხელმოწერების შესაგროვებლად დასახმარებლად.
რეფერენდუმის ხელმიწერების შეგროვების პროცესი ქართველთა ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ავაზაკმა პრეზიდენტმა ყველას სულში ჩაგვაფურთხა და მას ამას არ ვაპატიებთ, მიზანსაც მივაღწევთ, ერთსქესიან ქორწინებასაც ავკრძალავთ, ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც გავაუქმებთ, მართლმადიდებლობას სახელმწუფო რელიგიად გამოვაცხადებთ, უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვას ავკრძალავთ, საემიგრაციო კანონს გავამკაცრებთ აფრიკის და აზიის ქვეყნისთვის, უცხოურ სასიფლო პროდუქციაზე უდიდეს გადასახადს დავაწესებთ და ქართველ გლეხებს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, ქართველს თავის ქვეყანაში ქვეყნის პატრონად ვაქცევთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ილიას, ზვიადის და მერაბის საოცნებო იდეებისთვის ვიბრძოლებთ და სოროსს, ბოკერიებს, რესპებს, ნაცებს სხვა ქართველთმოძულეებს წელში გავტეხავთ, რატომ???? იმიტომ რომ --- ჩვენთან არს ღმერთი !!!!!!!!!
P.S.ესაა პასუხი კითხვაზე რატომ მივდივარ და სად. არავის ძაგებას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი-ბილწს არ შევეჯვრი ზავითა!!!!!", - წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
frontnews.ge