პუბლიკაციები
პატიაშვილმა, ხუბუტიამ, ჭაჭიამ და ებრალიძემ ვერ შესძლო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და ვიღაც ჩიტიშვილ-გვრიტიშვილები შესძლებენ ამას?

  არჩილ ჭყოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე:

- ვისაც ჰგონია, რომ რუსეთთან ურთიერობის მოგვარება მარტივია,  ძალიან - მეამიტია.  ასევე, ის ვინც ფიქრობს, რომ საქართველოა  ამ ყველაფერში დამნაშავე და რუსეთი არაფერ შუაში არ არის,  უბრალოდ ბრიყვები არიან. ხოლო დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში პრო-რუსულ ძალებს თუ გადავხედავთ, ისინი არამც თუ ურთიერთობების მოგვარებას, არამედ მის გაუარესებას ემსახურებიან.

- ჯერ კიდევ 2000წლიდან მოყოლებული საქართველოში რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენისთვის რამოდენიმე პოლიტიკური პარტია და კერძო პიროვნება იყო ჩართული. პირველი ეს იყო ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული კავშირები რუსეთში, ჰქონდა პირადი შეხვედრები ვლადიმერ პუტინთან, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ მოეეხდინა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არ გამოუვიდა. ამის შემდგომ ალექსანდრე ჭაჭია, შეეცადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას  რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილია რუსულ პოლიტ ელიტაში  აქვს ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიან ჩინოვნიკებთან და ასევე პირადად იცნობს ვლადიმერ პუტინს. გარდა ამისა ნათესავური კავშირი აქვს ერთ-ერთ რუს მაღალჩინოსანთან,  სამწუხაროდ მანაც ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება რუსეთთან . ასევე გავიხსენოთ მიხეილ ხუბუტია, რომელსავ ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ აღედგინა ქართულ-რუსული ურთიერთობები, მასაც ასევე გააჩნდა კარგი კონტაქტები, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და ასევე საკმაოდ სერიოზული ფინანსური საშუალებები იმისა, რომ ეწარმოებინა პარტიული მოღვაწეობა, მასაც არაფერი გამოუვიდა. იგივე შეიძლება ითქვას პეტერბურგელ ბიზნესმენზე ალექსანდრე ებრალიძეზე, რომელმაც ასევე დაარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, ასევე ჰქონდა კონტაქტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავად პუტინთან, ასევე რუსეთის ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ფინანსური საშუალებებიც საკამოდ სერიოზული გააჩნდა, თუმცა მანაც ვერ მოახერხა ამ ურთიერთობების აღდგენა და ასევე ნინო ბურჯანაძე რომელიც შეხვდა პუტინს, რამდენიმე დღის წინ შეხვდა რუსეთის დუმის სათათბიროს თავმჯდომარეს ნარიშკინს, აქვს სერიოზული შეხვედრები სხვა მაღალჩინოსნებთანაც. ამ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირები და შეხვედრები რუსეთის პირველ პირთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, მრავალი წლის მანზილზე ვერ შეძლეს ამ ურთიერთობების

დალაგება და ამ დროს გამოდიან ვიღაც, ჩიტიშვილ გვრიტიშვილები რომლებიც აცხადებენ, რომ ერთ თვეში და ორ თვეში მოაგვარებენ ურთიერთობებს. კვარაცხელიამ წარმოადგინა კომპარტიის ერთ-ერთი დეპუტატი დუმაში, ვლადიმერ სიმაგინი რომელიც თითქოს და სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ დროს სიმაგინს არავინ არაფერს არ ეკითხება და არანაირ  გადაწყვეტილებებს არ იღებს ის არის კომპარტიის ერთი რიგითი დუმის დეპუტატი . ჩიტიშვილზე ვფიქრობ  საუბარიც ზედმეტია, კაცი რომელიც სააკაშვილის ფიტულებით დარბის მას არა მგონია რაიმე კავშირი ქონდეს რუსეთის პოლიტ ელიტასთან ასევე მან ჯერ ვერ გაარკვია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რომელია მისი სამშაბლო საქართველო ოსეთი თუ რუსეთი აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ვთქვათ რომ დღესდღეობით საქართველოში რეალურად არ არსებობს არც ერთი პარტია პრო რუსულ პარტიებზე მაქ საუბარი რომლებიც შესძლებენ რაიმე სახით ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან მეტიც ამ პარტიათა უმრავლესობა ემსახურება ქართულ რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას

PS. ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა პატიაშვილი, ებრალიძე, ჭაჭია, ხუბუტია და  ბურჯანაძე, რომლებისთვისაც პუტინთან შეხვედრა და საუბარი პრობლემა არ იყო, მაგრამ ვერ მიაღწიეს შედეგს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და ახლა კი  ვიღაც გვრიტიშვილი და კვარაცხელია სიმიოგინს რომ შეხვდებიან, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება, ისინი მოაგვარებენ რუსეთთან ურთიეთობებს?