უცხოეთი
ოლიმპიური თამაშები რიოში დასრულდა

  საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიალში სამბას მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

უამინდობის მიუხედავად, მარაკანას სტადიონზე ოლიმპიელები ტრადიციული ბრაზილიური მუსიკის ფონზე დროშებით ხელში ცეკვავდნენ. საზეიმო ცერემონიის დროს ოლიმპიური დროშა ტოკიოს გადაეცა, სადაც 2020 წლის თამაშები გაიმართება.

იაპონიის პრემიერ–მინისტრი სიმბოლურად მაყურებლის წინაშე სუპერ მარიოს კოსტიუმში  გამოვიდა. ცერემონიის დასასრულს ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც 5 აგვისტოდან ენთო, ხელოვნური წვიმის საშუალებით ჩააქრეს.

დახურვის ცერემონია გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. წლევანდელი ოლიმპიადა საქართველოს დელეგაციამ 7 მედლით დაასრულა. აქედან 2 ოქროა, ერთი ვერცხლი და 4 ბრინჯაო.