უცხოეთი
თურქეთში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 90-ს აღემატება.

 აფეთქება ქორწილის დროს მოხდა, როდესაც ცერემონიის მონაწილეები საზეიმოდ ქალაქის ქუჩებში გავიდნენ. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

 გაზიანთეფი სირიის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. როგორც BBC აღნიშნავს, ამჟამად გაზიანთეფის მახლობლად, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში  ქურთთა შეირაღებულ რაზმებსა და ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს შორის აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აფეთქება “ისლამური სახელმწიფოს” მიერაა განხორციელებული.