ქართულ სულგუნს, ჩურჩხელას, ოსურ ლუდსა და აფხაზურ აჯიკას უახლოეს მომავალში ევროპული კანონი დაიცავს. ეს პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში დარეგისტრირდება, რის შემდეგაც მათი კუსტარული და არალეგალური წარმოება აიკრძალება, ანუ ევროპულ სუპერმარკეტებში ბულგარეთში წარმოებულ სულგუნს ვეღარ ნახავთ.
თბილისში იმედი აქვთ, რომ ამ პროცედურის გავლის შემდეგ სიურპრიზები აღარ იქნება. ბოლო დროს საფრანგეთის სუპერმარკეტებში ჩურჩხელა, სომხური წარმოების თონის პური და ხაჭაპური სახელით ,,ხაჭაპურიანი’’ იყიდებოდა. მრავალპუნქტიანი შეთანხმება ვალდებულებებს ოფიციალურ თბილისსაც აკისრებს.