პოლიტიკა
ნანა ყეინიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა ტელეკომპანიაპირველისეთერში განაცხადა.

 „პარტია დავტოვე და პარტია „ჩვენებსშევუერთდი. საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტიაჩვენებით“. ამაყი ვარ, რომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა ყეინიშვილმა.

 „მინდა, ბიძინა ივანიშვილს მადლობა  ვუთხრა იმისთვის, რაც გააკეთა 2012 წლიდან დღემდე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში მოხდა ფერიცვალება და დამთავრდა "ნაციონალური მოძრაობისრეჟიმი. უნდა აღვნიშნო, რომ რაღაც ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაცქართულმა ოცნებამდაიწყო ჯერ იმერეთიდან და გააგრძელა სხვადასხვა რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენა, რომელთა ნახევარიცნაციონალური მოძრაობისყოფილი წევრები არიან.  მაინტერესებს, მათი წარსული როგორ გაირეცხა“, - განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.