საზოგადოება
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია თანამდებობიდან გადადგა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მოიხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი მისი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა.
23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მერაბ ქვარაია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.