საზოგადოება
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. 17 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩინეთის დუ’ან იაოს ავტონომიური რეგიონის ჰონგ უას სახელმწიფო-სამშენებლო კომპანიას შორის (ვიდეო იხ. აქ).
დოკუმენტს ხელი მოაწერეს რეგიონის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ჰონგ უას სახელმწიფო-სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ლუ სენცინგმა.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებითა და ორმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით ითანამშრომლებენ სავაჭრო-ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.