სამართალი
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ე.წ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის ინიციატივის კანონთან შესაბამისობის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა.
პარალელურად, ბურჯანაძის ინიციატივაზე საპასუხოდ, დეპუტატთა ხელმოწერების შეგროვებას ცდილობენ რესპუბლიკურ პარტიაში. თუმცა, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ძალების შეფასება ორივე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით ერთნაირია - წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. პოლიტიკოსთა უმეტესობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე მსჯელობას არჩევნების შემდეგ დაუბრუნდებიან (ვიდეო იხ. აქ).