სამართალი
სუს-ში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებზე ზეწოლას უარყოფენ

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებზე  ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 პაატა ბურჭულაძის პარტია გუშინ 25-მდე აქტივისტმა და ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს, რაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სუს-ის ზეწოლის შედეგია.

 „სამწუხაროა, რომ ჩვენი მხარდამჭერების და წევრების ნაწილმა ვერ გაუძლო სუს-ის წნეხს და დატოვეს პოლიტიკური პარტია”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.