პოლიტიკა
„ვისაც ჩვენი პარტიის აზრები არ მოსწონს, დაგვტოვონ, გაგვათავისუფლონ“ – პაატა ბურჭულაძე

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. პაატა ბურჭულაძე მიმართავს წევრებს, ვინც პარტიის შეხედულებებს არ იზიარებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ პარტია.

 პაატა ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა 25-მდე წევრისა და ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

 „ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხალხი ტოვებს ჩვენს პარტიას.  ასეთმა ხალხმა უნდა დატოვოს და რაც მალე იქნება ეს, კიდევ უკეთესი. მოვუწოდებ ყველას, ჩვენი პარტიის წევრებს, თუ არ მოწონთ ჩვენი სვლა და ჩვენი აზრები, დაგვტოვონ, გაგვათავისუფლონ, მე ძალიან მივესალმები ამას”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.