პოლიტიკა
საქართველოში უფროსი თაობის 51% საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს - Sputnik-ის გამოკითხვა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც „Sputnik.მნენიამ“ ჩაატარა, 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სსრკ-ში ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ხმა მისცა გამოკითხულთა 51%-მა, ხოლო წინააღმდეგ — 46%-მა.

 25 წლამდე ასაკის რესპონდენტებს, რომლებიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ ან დაშლამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადნენ, მიჩნიათ, რომ ცხოვრება უკეთესია თანამედროვე საქართველოში. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 79%, ხოლო  რესპონდენტთა 20% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

 ეს მონაცემები მიღებულია გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩაატარეს: რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა (ВЦИОМ), M-Vector, Ipsos, Expert Fikri და Qafqaz ყოფილი საბჭოთა კავშირის 11 ქვეყანაში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით.

 ყოფილი  საბჭოთა კავშირის 11-დან ცხრა ქვეყანაში 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სსრკ-ში ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე კავშირის დაშლის შემდეგ.

 ამ მოსაზრებას სომხეთში ყველაზე მეტი ადამიანი ეთანხმება — 71%, არ ეთანხმება — 23%, აზერბაიჯანში ეთანხმება 69%, არ ეთანხმება 29%.

 რუსეთში გამოკითხულთა 64%-მა, რომლებიც მოესწრნენ სსრკ-ის პერიოდს, მაშინდელი ცხოვრების დონე უფრო მაღალხარისხიანად შეაფასა, ვიდრე დღევანდელი. არ ეთანხმება ამ მოსაზრებას 28%.

 ყაზახეთში ამ მოსაზრებას დაეთანხმა 61%, არ ეთანხმება 27%, უკრაინაში ეთანხმება 60%, არ ეთანხმება 23%, ყირგიზეთში ეთანხმება 60%, არ ეთანხმება  30%, ბელარუსში ეთანხმება 53%, არ ეთანხმება 28%.

 ტაჯიკეთსა და უზბეკეთში კი პირიქით, 35 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდა. ტაჯიკეთში ასე ფიქრობს 55%, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას 39%, უზბეკეთში გამოკითხულთა 91%-ს მიაჩნია, რომ კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრება უკეთესი გახდა, ხოლო 4% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

 18-დან 24 წლამდე ასაკის რესპონდენტებს, რომლებსაც არ ახსოვთ სსრკ-ის პერიოდის ცხოვრება, მიჩნიათ, რომ ცხოვრება ახლა უკეთესია. ამ მოსაზრებას უზბეკეთში რესპონდენტთა 89% ეთანხმება 5%-ის წინააღმდეგ. ამას მოსდევს: ტაჯიკეთი 84% (13%-ის წინააღმდეგ),  აზერბაიჯანი 68% (14%-ის წინააღმდეგ), რუსეთი 63% (25%-ის წინააღმდეგ), ბელარუსი 57% (34%-ის წინააღმდეგ), ყაზახეთი 56% (35%-ის წინააღმდეგ), ყირგიზეთი 48% (37%-ის წინააღმდეგ), სომხეთი 48% (47%-ის წინააღმდეგ), უკრაინა 39% (18%-ის წინააღმდეგ).

 პროექტის მთავარი აღმასრულებელი და კოორდინატორი გახლდათ კომპანია M-Vector — მსხვილი კვლევითი კომპანია, რომელსაც ოფისები აქვს: ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში. ყოფილი საბჭოეთის 11 ქვეყანაში გამოკითხვის ჩასატარებლად მიწვეულები იყვნენ კომპანიები: Ipsos, Expert Fikri, Qafqaz.

 გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის 4 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში და მასში მონაწილეობა მიიღო 11 045-მა ადამიანმა. სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გამოიკითხა ათას-ათასი რესპონდენტი, უზბეკეთში — 1045, უკრაინაში — 2000, ხოლო მოლდოვაში 1000.

 გამოკითხულთა შერჩევითობის პრინციპი ქვეყნის მოსახლეობას წარმოაჩენს სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით. მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს 95%-იანი ალბათობიდან.