რელიგია
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

jvari-martlm1. კონსტანტინეპოლისა - ყოვლადუწმიდესი ბართლომე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი; კათედრა კონსტანტინეპოლში (სტამბული).

2. ალექსანდრიისა - უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდი¬სა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა; კათედრა ალექსანდრიაში.

3. ანტიოქიისა - უნეტარესი ეგნატე IV, პატრიარქი ღმრთის ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა; კათედრა დამასკოში.

4. იერუსალიმისა - უნეტარესი თეოფილე, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა; კათედრა იერუსალიმში.

5. რუსეთისა - უწმიდესი კირილე - პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა; კათედრა მოსკოვში.

6. საქართველოსი - უწმიდესი და უნეტარესი ილია II, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; კათედრა მცხეთასა და თბილისში.

7. სერბეთისა - უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა; კათედრა ბელგრადში.

8. რუმინეთისა - უნეტარესი დანიელი, პატრიარქი სრულიად რუმი¬ნეთისა; კათედრა ბუქარესტში.

9. ბულგარეთისა - უწმიდესი მაქსიმე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა; კათედრა სოფიაში.

10. კვიპროსისა - უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა; კათედრა ნიქოზიაში.

11. ელადისა - უნეტარესი იერონიმე II, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა; კათედრა ათენში.

12. ალბანეთისა - უნეტარესი ანასტასი, მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.

13. პოლონეთისა - უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა; კათედრა ვარშავაში.

14. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის - უნეტარესი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა; კათედრა პრაღაში.

15. ამერიკისა და კანადის - უნეტარესი იონა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა; კათედრა ნიუ-იორკში.

ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

1. სინას მთისა და რაითის - უნეტარესი დამიანე, მთავარეპისკოპოსი სინას მთის, ფარანისა და რაითის; რეზიდენცია - ქაიროში.

2. ფინეთის - უნეტარესი ლეონი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მთავარეპისკოპოსი კარელიისა და სრულიად ფინეთის; რეზიდენცია - კუოპიოში.

3. იაპონიის - უნეტარესი დანიელი, მიტროპოლიტი ტოკიოსი და სრულიად იაპონიისა; რეზიდენცია - ტოკიოში.