სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.. და ლ.. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანხადუში მდებარე სალოცავი გაქურდეს.

სამართალდამცველებმა სალოცავიდან მოპარული ნივთები - ვერცხლის სხვადასხვა სახის 79 ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.