უცხოეთი
ახლო აღმოსავლეთში ირანის როლის გაძლიერება აშშ–თვის კიდევ ერთი დარტყმაა

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთს არა მარტო ახალი აეროპორტი გამოუჩნდა ბაზირებისთვის, არამედ ახალი მოკავშირეც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ირანმა საჰაერო სივრცე გაუხსნა რუსულ ბომბდამშენებს და მათ მიწაზეც დახვდა. Ту-22МЗ და Су-34 პირველად გაემართნენ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან–ნუსრას“ სამიზნეების დასამუშავებლად ირანის „ჰამადანის“ აეროდრომიდან. თუმცა ამ იერიშის პოლიტიკური შედეგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ირანი რადიკალურ ისლამთან აქტიურ ბრძოლაში ერთვება და ამას რუსეთის მხარეზე აკეთებს.

 „რაში გვჭირდება ეს აეროდრომი. ჯერ ერთი, 2.5–ჯერ მცირდება მანძილი იერიშის მისატანად, მცირდება დრო და იზოგება საწვავი. ტერორისტების მიერ გატარებულ ღონისძებებზე რეაქციაც მკვეთრად მცირდება. კოალიცია რუსეთი, სირია, ერაყი და ირანი ესაა გადამწყვეტი ძალები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“, – ახალ უპირატესობებს განმარტავს  სამხედრო ექსპერტი ვიქტორ ლიტოვკინი