საზოგადოება
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ტალახაძის ოქრო რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველია.

 საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაძლია და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

 კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაო მოიპოვა.