სამართალი
„გავთავისუფლდეთ“ - ამ სლოგანით გამოვა რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. სლოგანის პრეზენტაცია თანაპარტიელებთან ერთად „რესპუბლიკელების” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა გამართა.

 უსუფაშვილის განცხადებით, რესპუბლიკელებმა იციან, თუ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ სახელმწიფობანას თამაშისგან.

 “ეს პარტია საიმედო პარტნიორია, რათა გავთავისუფლდეთ სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისგან”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 იმ საკითხების ჩამონათვალი კი, რომლებიც, რესპუბლიკელების შეფასებით, ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს, საარჩევნო სლოგანთან ბანერზე იყო დაწერილი, მათ შორის უმუშევრობა, ოკუპაცია, ძალადობა ოჯახში, თვალთვალი და მოსმენები.