სამართალი
შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 5 პირი: ზ. ა., დ. ც., ჯ.ბ., მ. . და შ.. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 ბრალდებულებმა მოქალაქე ი.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს წაართვეს ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. გარდა ამისა, ბრალდებულებმა იძულების წესით მიიყვანეს ი.ხ. თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს.

 ამის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.