სამართალი
საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა ა. ა-მ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: „ეფ-1“ტიპის 2 ხელყუმბარა, მსხვრევადი ხელყუმბარისთვის განკუთვნილი 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 40 საბრძოლო ვაზნა.
აღნიშნული მოქალაქე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.