პოლიტიკა
„საკრებულოს შუალედური არჩევნები, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს“ – ანა მიქელაძე

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ცესკო უზრუნველყოფს შუალედური არჩევნების ჩატარებას და ორგანიზებას.  შუალედური არჩევნები ინიშნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღისა. ცესკო შეეცდება, ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის გამო შუალედური არჩევნები დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს, ნინო გოგუაძეს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისინი თბილისის სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.