პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი.  როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დამატებითი განმარტება კონსტიტუციაში არ არის საჭირო, რადგან ქვეყნის საგარეო კურსი ისედაც განსაზღვრულია და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

 “ეს არის ჩვენი განცხადებული საგარეო პოლიტიკური  კურსი და ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დგას საერთოდ პოლიტიკურ დღის წესრიგში. უბრალოდ, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ამ თემის აჟიტირებით და წამოწევით წინასაარჩევნოდ ყურადღების მიპყრობას“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა

 “ახლა ამ თემაზე საუბარი თავის გამოჩენის მცდელობაა. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს საკითხი  პარლამენტში  დააყენა 2013 წელს, მაშინ უმრავლესობამ ჩააგდო ეს საკითხი, მათ შორის რესპუბლიკელებმა“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ, მიხეილ მაჭავარიანმა კი დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სათავეში ედგა საკონსტიტუციო საბჭოს და სურვილის შემთხვევაში მრავალჯერ შეეძლო ამ ინიციატივის წმოყენება.