საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მთაწმინდაზე მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, უპრეცედენტო ნაბიჯად აფასებს და ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„იმის შემდეგ, რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთი გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა, თუმცა, გარანტია არ არსებობდა იმისი, რომ "ოცნება" თავის ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე.
ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში: პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ, ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას "უთმობდეს" ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტსაბჭოთა ცნობიერებაში.
ასეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთვის დამაიმედებელია და ამავდროულად ყველაზე საპასუხისგებლო”, - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.