სამართალი
საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას 48 აბი სუბოქსინი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.