საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ლადო ბედუკაძემ 2030.news-ს განუცხადა, მოწმეთა დაცვის პროგრამიდან ამოიღება მის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით გაკეთდა.
„თურმე აღარ არსებობს ჩემს მიმართ რაიმეს განხორციელების საშიშროება. არანაირი არგუმენტი და განმარტება არ მომისმენია. შოთაძეს ვაკისრებ პასუხისმგებლობას ჩემ მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე”, - აღნიშნა ბედუკაძემ.
მისივე თქმით, ცესკო-ს გადაწყვეტილება არ გაკვირვებია.
„ჩვენთვის მთავარი იყო ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში გია ვოლსკის მიერ გაკეთებული განცხადება. მან დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება ჩვენი პარტიის აკრძალვაზე მომდინარეობს ხელისუფლებიდან. ერთ კონკრეტულ პარტიას ებრძვის ხელისუფლების კოაბიტირებული ნაზავი. როგორ შემოუტრიალდებათ, ამას მოიმკიან 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, ეს იყო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლადო ბედუკაძემ.