უცხოეთი
ლავროვის განცხადებით, ნატოს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა არ სურს

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი NATO-ს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობდა, ალიანსს არ სურს რუსეთთან დიალოგი. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეკატერინბურგში გამოსვლისას განაცხადა.

 "რუსეთი-NATO- კავშირი გაყინულია. ის, რომ რამდენიმე სხდომა შედგა, არაფერს ცვლის. NATO- რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ სურს", - განაცხადა მინისტრმა.

 მინისტრმა აგრეთვე დაამატა, რომ რუსეთი-NATO-ს საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2016 წლის ივლისში შედგა, მოსკოვი ალიანსს საომარი ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობდა.