საზოგადოება
„სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში ხელს არ დააფარებს არავის“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამტრედიაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს და აღნიშნა, რომ პირადად გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას.

 „მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, ვისზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის არ დააფარებს. მეც პირადად აუცილებლად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.