სამართალი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსთავის პირველი დაწესებულების ყოფილი პატიმრის ბერდია მესხის განცხადებით, ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდეგ რუსთავის პირველ დაწესებულებაში მათ საკანში ციხის დირექტორი ტარიელ ტყემალაძე შევიდა და უთხრა, რომ ადმინისტრაციულ კორპუსში უნდა წაჰყოლოდნენ, სადაც ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა იყვნენ მისული.
"სულ 6 პატიმარი გადაგვიყვანეს, მათ შორის გია გორგაძე. ბაჩომ და მეგისმა, ასევე სპეცრაზმელებმა გვცემეს. გვეუბნებოდნენ, თქვენ გინდოდათ თანამშრომლების დახოცვაო, გეგმავდით გაქცევასო. გადაგვიყვანეს თბილისში, მეშვიდე დაწესებულებაში, სადაც წამება გაგრძელდა. წიხლებს გვირტყამდნენ და ქამრებით გვცემდნენ, შემდეგ მაცივრიდან წყალს იღებდნენ და გვასხამდნენ", - განაცხადა ყოფილმა პატიმარმა.