სამართალი
შსს-მ თელავის რაიონში მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ა. . განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ნ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.