საზოგადოება
"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" დღეს თელავში პირველ რეგიონულ კომიტეტს გახსნის

saxalxo-kreba-kaxetiთელავში დღეს "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" პირველი რეგიონული კომიტეტი გაიხსნება. ღონისძიებას აღმასრულებელი საბჭოს წევრები დაესწრებიან, მათ შორის, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. დღესვე აირჩევენ კომიტეტის თავმჯდომარეს. როგორც 25 ნოემბერს გამართულ “სახალხო კრებაზე” აღინიშნა, კომიტეტების გახსნა საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონებში იგეგმება.