სამართალი
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდეს, შეინარჩუნოს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა და „დამნაშავე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცეს".
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი გავიდა, რომელსაც შეკრებილებმა ერთობლივი პეტიცია გადასცეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ტრისტან წითელაშვილის თქმით, წერილს თან ერთვის იმ პირების 100 000 ხელმოწერა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდნენ.
საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნულ პეტიციას უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას გააცნობს, რადგან ეს მისი ვალდებულებაა, ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას, ეს საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.