საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურისა და მასთან დაახლოებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გუშინ გამოაცხადა.
ასლან აბაშიძეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის – 100 ათასი, თენგიზ ასანიძისთვის კი 30 ათასი ლარის გადახდა.
სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს სოსო გოგიტიძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს კი, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია, პატიმრობაშია, თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა.
გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა – „ვარდების რევოლუციის“ სახელწოდებით ცნობილი „ფერადი“ გადატრიალების, ხელისუფლებაში დიქტატორი მიხეილ სააკაშვილის მოსვლისა და მის მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის, სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის შემდეგ, რომელიც 9 წელი საქართველოში მმართველ პარტიად ითვლებოდა.