საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. „გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი“ - ამ მოთხოვნით ქორწინების საინიციატივო ჯგუფის წევრები აქციებს იწყებენ და გიორგი მარგველაშვილის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეფერენდუმის ჩაატარებაზე უარი განაცხადა.
„ფილოსოფიის ინსტიტუტიდან გამოგდებულ მარგველაშვილზე უკეთ ქართველი ხალხი აზროვნებს. მან რეფერენდუმზე უარის თქმით ქართველ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება წაართვა. განცხადება, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, არის სრული უმეცრება. აუცილებლად დავიწყებთ აქციებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ეს აქციები იქნება მასშტაბური, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რესპუბლიკური პარტიისა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.