საზოგადოება
„გომიდან რაჭამდე, საჩხერის გავლით, პირდაპირი გზა უნდა აშენდეს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

 პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში შეკრებულ მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ გზის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

 „თითოეულიაქ ნათქვამი სიტყვა აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის, ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ჩვენმა მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი, გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.