საზოგადოება
საქართველოს მთავრობა მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობის დაწყებას განიხილავს

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაზე გუშინ ამბროლაურში ისაუბრა.

 პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მამისონის  უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობის დაწყებას განიხილავს. ამასთან, მთავრობა აგრძელებს სვანეთში ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის ხელშეწყობას.

 "სვანეთში ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა როგორც მესტიაში, ჰაწვალში გაგრძელდეს სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები. აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ასევე, სერიოზულად განვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის  მშენებლობას, რათა ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.