სამართალი
“ნაცმოძრაობის“ საკონსტიტუციო გადატრიალება კრახით დასრულდა! - მამუკა მდინარაძე

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე   საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის უკანასკნელ განცხადებას ეხმაურება. უკვე რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან პასუხს იმ კითხვებზე, რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილიქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები სწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიცზედმეტია.

 ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაფერი ეს ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე, რომ "ნაცმოძრაობამ" დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია და ბოლოდროინდელი განცხადებები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში", –  აცხადებს მამუკა მდინარაძე.