სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით სუბოქსინი ამოიღო

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი .. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა თ.ჩ-ს პირადი ჩხრეკისას 10 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებული ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.