პოლიტიკა
„უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბის განცხადება

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რეფერენდუმთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი თანხვედრაშია სარეფერენდუმო საკითხის შესახებ პარტიის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციასთან“.

 შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  განაცხადა, რომ ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საქართველოში რეფერენდუმი არ გაიმართება.

 აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით შეგროვილი იყო 200 ათასი ხელმოწერა.