სამართალი
შეწყალება მიშასებურად

cixe-4ტელევიზიით თითქმის ყოველ დღე სიამაყით აცხადებენ, რომ შეწყალების კომისიისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საახალწლო შეწყალების ფარგლებში 27 პატიმარმა საპყრობილე ვადამდე დატოვა, შეგახსენებთ, რომ შეწყალება ერთხელ ხდება და, ციხეში მეორედაც თუ მოხვდი, განცხადების შეტანის უფლება უკვე აღარ გაქვს.

სხვადასხვა არხის ჟურნალისტები წელს შეწყალებულ პატიმრებს ოჯახებშიც ეწვივნენ, მაგრამ რატომღაც არც ერთს არ გაუჩნდა კითხვა – ვის რამდენი წელი ჰქონდა მისჯილი და დარჩენილი.

საქინფორმის რესპონდენტი ერთ-ერთი ვადამდე განთავისუფლებულის დედაა.

"ჩემი შვილი სამი წელიწადი იჯდა ქურდობაზე. ეს კიდესხვა საქმეა იყო თუ არა დამნაშავე, მაგრამ მე თქვენთან საუბარს მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ვხედავ, ქართველებს თვალში ნაცარს აყრიან, ატყუებენ. ჩემი შვილი ომ გაათავისუფლეს, თითქოს ბედნირი უნდა ვიყო, ჩემს შვილს ცხრა დღეში ისედაც გამოუშვებდნენ, ზუსტად ცხრა დღე ჰქონდა რჩენილი სასჯელის ამოწურვამდე. ვინც ტელეეკრანებთან ზის ნდა უსმენს, ალბათ, უხარია და მოსწონს, ეს მთავრობა პატიმრებწინასაახალწლოდ რომ ათავისუფლებს, მაგრამ გატყუებენ, ხალხნო, ეს არის აფიორა, დადგმული სცენარი. ჩემს შვილს რომ ცხრა დღე ჰქონდა დარჩენილი, მის მეგობარს – 1 კვირა და ასე, ანუ ღმერთმა დაიფაროს და, კიდევ რამე რომ მოხდეს, ეს გამოშვებული პატიმრები კიდევ დაიჭირონ, ამ ცხრა დღის გამო მათ უკვე შეწყალებაზე განაცხადის შეტანის უფლებაც აღარ ექნებათ".

ჟურნალისტებს მეტი დაკვირვება და საქმეში ჩაძიება მოეთხოვებათ, თუმცა მათ არხის მფლობელები ამის საშუალებას არ აძლევენ.